კალათბურთი

14:23 | 30.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ტიტებს“ დავით უსტიაშვილი გაწვრთნის

საკალათბურთო კლუბ თბილისის ‘’ტიტების’’ ახალი მთავარი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი გახდა. ვეტერანი კალათბურთელი და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი თბილისურ გუნდში „ბათუმიდან“ მივიდა.

უსტიაშვილს ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს. წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გორდონ ჰერბერტის და იგორ კოკოშკოვის ერთ-ერთი თანაშემწე გახლდათ, ხოლო ასაკობრივი ნაკრებში მთავარი მწვრთნელი.

უსტიაშვილი ასევე არის საქართველოს ‘’ბ’’ ნაკრების მთავარი მწვრთნელი. სუპერლიგაში არა ერთ გუნდში უმუშავია: თსუ, რუსთავის „ენერჯი ინვესტი“, „ბათუმი“, შსს აკადემია და „ქუთაისი 2010“.

განსაკუთრებით წარმატებულად „ენერჯიში“ მუშაობდა, რუსთაველებს სამჯერ საქართველოს ჩემპიონობა და დუდუ დადიანის მემორიალი მოაგებინა, 2-ჯერ ქორქია-საკანდელიძის მემორიალი და სუპერთასი, 2009 წელს კი თასი. 2006 წელს თსუ-ს თასი და სუპერთასი ააღებინა. ქუთაისს და ბათუმს კი ბრინჯაოს მედლები.

„ტიტების“ პრესსამსახური

0.117608