“ვალენსიამ” ლა ლიგის მიმდინარე სეზონის საწყის 10 ტურში 24 ქულა დააგროვა, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო სტარტია.
აქამდე, “ღამურების” საუკეთესო შედეგად სასტარტო 10 ტურში მოპოვებული 23 ქულა ითვლებოდა, რაც სამჯერ დაფიქსირებულა: 2003/04-ის სეზონში, როცა გუნდი საბოლოოდ ჩემპიონი გახდა, 2008/09 წლების სეზონში (ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე დაასრულა) და 2014/15 წლების სეზონში (მეოთხე ადგილი).
“ვალენსიამ” მიმდინარე სეზონში ჩატარებული 10 მატჩიდან 7 მოიგო, სამი ფრედ ითამაშა და არც ერთი წაგება არ აქვს. “ღამურები” ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ “ბარსელონას” 4 ქულით ჩამორჩებიან.