ჭადრაკი

11:07 | 30.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოჭადრაკეთა წარმატებული სტარტი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა გუნდებმა საბერძნეთში მიმდინარე ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე წარმატებული სტარტი აიღეს. ქალმა მოჭადრაკეებმა ბელარუსი დაამარცხეს (2,5:1,5), ვაჟებმა კი მაკედონიის გუნდს აჯობეს (3:1).

საქართველო 2,5:1,5 ბელარუსი

ნანა ძაგნიძე (2520) 0:1 ნასტასია ზიაზულკინა (2369)

ნინო ბაციაშვილი (2472) ½:½ ოლგა ბადელკა (2353)

ბელა ხოტენაშვილი (2459)1 :0 ლანიტა სტეცკო (2254)

ლელა ჯავახიშვილი (2438) 1:0 ტატიანა რევო (2097)

საქართველო - მაკედონია 3 : 1

მიხეილ მჭედლიშვილი (2604) 0:1 ფილიპ პანჩევსკი (2489)

ლევან ფანცულაია (2586) 1 : 0 ტრაჟკო ნედევი (2479)

დავით ჯოჯუა (2591) 1: 0 დეჟან სტოიანოვსკი (2454)

ლუკა პაიჭაძე (2580) 1 : 0 ნიკოლა ნიკოლოვსკი (2420)

ევროპის გუნდური ჩემპიონატი კრეტაზე 7 ნოემბრამდე გაგრძელდება. ვაჟთა ასპარეზობაში 40 გუნდი მონაწილეობს, ქალთა შორის 32 ნაკრები.

მომდევნო, მეორე ტურში ქართველი ქალები ფრანგებს დაუპირისპირდებიან, ხოლო ვაჟები ჩეხებს.

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

gcf.org.ge

0.108031