ფეხბურთი

23:34 | 29.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიშვილს სლოვაკეთში ისევ გააქვს

სლოვაკეთის ჩემპიონატში “ტრნავამ” გასვლაზე 2:1 მოუგო “ტრენჩინს” და შვიდქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. “ტრნავას” ერთი გოლი ვახტანგ ჭანტურიშვილის ანგარიშზეა – მან 58-ე წუთზე 2:0 გახადა ანგარიში.

ჭანტურიშვილი ბოლოს შეცვალეს. მან წინა ტურშიც გაიტანა და ზოგადად, კარგ სეზონს ატარებს სლოვაკეთში.

“ტრენჩინის” სასტარტოში იყო გიორგი ბერიძე, მაგრამ მე-40 წუთზე შეცვალეს. ბერიძის გუნდი მეშვიდეზეა.

0.117173