"ბაიერნმა" "ალიანც არენაზე" ბუნდესლიგის ზედიზედ 27 მატჩში არ დამარცხდა და ამ მაჩვენებლით კლუბის რეკორდი დაამყარა. აღნიშნული ინფორმაცია მიუნხენელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ბოლოს "ბაიერნმა" საშინაო შეხვედრა 2016 წლის 2 მარტს "მაინცთან" 1:2 წააგო. გუნდს შანსი აქვს 18 ნოემბერს "აუგსბურგთან" გასამართ მატჩში რეკორდი კიდევ უფრო გააუმჯობესოს.
"ლაიპციგთან" მოგების შემდეგ მიუნხენელებს 23 ქულა დაუგროვდათ და გერმანიის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობენ. მეორე ადგილზე "დორტმუნდია" 20 ქულით.