ჩოგბურთი

11:28 | 29.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი პარიზის მასტერსს საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა

მსოფლიოს რეიტინგის 53-ე ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ვაშეკ პოსპიშილთან 6:2, 3:6, 2:6 დამარცხდა. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტის შემდეგ მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა, კანადელმა ორ სეტში სამჯერ დააბრეიკა ნიკა და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 2:1 გახადა.

ბასილაშვილი და პოსპიშილი მიმდინარე წელს სამჯერ შეხვდნენ, დოჰაში კანადელმა 6:2, 6:1 მოიგო, შემდეგ კი შანხაის ტურნირზე ქართველმა რევანში აიღო - 7:6, 2:6, 6:3.

გასულ წელს ნიკოლოზი პარიზის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში დამარცხდა.

0.116516