ფეხბურთი

22:00 | 28.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" - დიდი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ

თბილისის "დინამომ" 3:1 სძლია საჩხერის "ჩიხურას" და ისევ ოთხქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. თბილისელებს ეს მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევს, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგეს ჩემპიონობისკენ.

მატჩის პირველი გოლი ბაქარ ქარდავამ მიითვალა, როცა შორიდან დაარტყა და მეკარე მწყერაშვილმა მოგერიება ვერ შესძლო - 0:1.

ტაიმის ბოლოს ლაშა თოთაძემ შეასრულა საფირმო საჯარიმო. 30-32 მეტრიდან ცხრიანში გაგზავნა ბურთი და მწყერაშვილის ნახტომი ისევ ამაო გამოდგა - 0:2.

მეორე ტაიმი დაიწყო იმით, რომ თოთაძე შეცდა და ექს-დინამოელმა ოთარ კვერნაძემ ზუსტი დარტყმით შეამცირა სხვაობა - 1:2.

მალევე, ოთარ კიტეიშვილს მშვენიერ პასს მოჰყვა აკაკი შულაიას გოლი, შულაიამ მეკარეს დაასწრო და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი - 1:3.

"ჩიხურას" 1 ნოემბერს ელის სათასო ნახევარფინალი ხონის "იმერეთთან". ეს შეხვედრა მარტვილში გაიმართება. სოსო ფრუიძის გუნდს სწორედ თასის აღებისა ეიმედება, თორემ მეოთხე ადგილზე გასვლისა რა მოგახსენოთ, ამის შანსი უკვე საკმაოდ შეუმცირდათ - "საბურთალოს" შვიდი ქულით ჩამორჩებიან.

ეროვნული ლიგა. 32-ე ტური

თბილისი. მიხეილ მესხი

ჩიხურა (საჩხერე) - დინამო (თბილისი) 1:3 (1:2)

ჩიხურა: მწყერაშვილი (ჰამზიჩი 64), თორნიკე გრიგალაშვილი, მირცხულავა, კაკუბავა, განუგრავა, დობროვოლსკი (ივანიშვილი 67), დეკანოიძე, ჩიკვაიძე, ფონიავა, ლექვთაძე, კვერნაძე (გაბედავა 61)

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

დინამო: ლიტოვჩენკო, გეგჭკორი, სალუქვაძე, კობოური, თოთაძე, ქარდავა (გადრანი 90), ზარია (ნინუა 80), კიტეიშვილი, შულაია, მიქელთაძე, ბ.ქავთარაძე (ქოჩლაძე 83)

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გოლები: 0:1 ქარდავა (15), 0:2 თოთაძე (41), 1:2 კვერნაძე (46), 1:3 შულაია (58)

გაფრთხილება: ჩიკვაიძე

მსაჯი: ნონიკაშვილი

0.185355