იტალიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ტურინის “იუვენტუსი” 120 წლის იუბილეზე სპეციალური მაისურით ითამაშებს. კერძოდ, ახალი მაისური ტრადიციულ შავ-თეთრ ფერებში იქნება შემოსილი, თუმცა საგულისხმოა, რომ მასზე არც გენერალური და არც ტექნიკური სპონსორი არ იქნება გამოსახული.
“იუვეს” ლოგოს ნაცვლად კი მაისურზე სამი ვარსკვლავი იქნება აღბეჭდილი, რომელიც როგორც მოგეხსენებათ სკუდეტოების რაოდენობას ასახავს (10 სკუდეტო = 1 ვარსკვლავს). აღნიშნულ ინფორმაციას Footyheadlines-ი ავრცელებს.
ტურინის “იუვენტუსი” 1897 წლის 1 ნოემბერს დაარსდა. ზემოხსენებული მაისურით კი “ბებერი ქალბატონი” 5 ნოემბერს, “ბენევეტოს” წინააღმდეგ ითამაშებს.