კალათბურთი

16:04 | 28.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

შიო ხეცურიანის შეხვედრა გორში შიდა ქართლის წარმომადგენლებთან

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი შიო ხეცურიანი გორში შიდა ქართლის საკალათბურთო სამყაროს წარმომადგენლებს (გორი, ხაშური, კასპი და ქარელი) შეხვდა.

შედგა საუბარი რეგიონში არსებულ პრობლემებზე და განიხილეს ამ პრობლემების მოგვარების გზები.

შიო ხეცურიანი: „გორში საკმაოდ საინტერესო, პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. შიდა ქართლის საკალათბურთო სამყაროს წარმომადგენლებს გავაცანით კალათბურთის განვითარების 10-წლიანი გეგმა, ვისაუბრეთ აღნიშნულ რეგიონში ბავშვთა კალათბურთის გავნითარების პერსპექტივებზე, სხვა აუცილებელ ნიუანსებზე.“

ბესო გაჩეჩილაძე (ხაშურის გამგეობის სპორტის სამსახურის უფროსი): „შიო ხეცურიანთან დამის გუნდთან შეხვედრა უმნიშვნელოვანესი გახლდათ. დავინახე, რომ ეს არის ძალა, რომელიც ორიენტირებულია შედეგზე და მას ამ შედეგის მისაღწევად ზუსტად აქვს დაგეგმილი და გაწეილი კონკრეტული ნაბიჯები. გამოკვეთილი იყო პრიორიტეტები და დაცული იყო განსახორციელებელი პროექტების თანმიმდევრობა. ყველაფერი დროში კარგად არის დაგეგმილი და რაც მთავარია, ბიუჯეტიც სწორად არის გაწერილი. სასიხარულოა, რომ ეს გუნდი აპირებს ფედერაციაში მოსვლას კონკრეტული პროექტებით, რაც სამწუხაროდ, სიახლეა ჩვენს რეალობაში და ფედერაციაში აქამდე ასეთი მიდგომა არ ყოფილა. ჩვენ მთელი გულით მხარს ვუჭერთ შიო ხეცურიანის გუნდს.“

0.183268