ფეხბურთი

15:38 | 28.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზეს სანაკრებო ფიქრები

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო სანაკრებო დონეზე მუშაობის სურვილს გამოთქვამს. როგორც პორტუგალიელმა განაცხადა, ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად ჩაიბარებს რომელიმე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს.

“ჩემი კარიერის ერთ დღეს ნაკრებში ვიმუშავებ. ეს ნაკლებად საკამათო, მაგრამ უფრო მეტად ანალიზური სამუშაოა. მინდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე გამოვიყენო ის გამოცდილება, რომელიც საკლუბო ფეხბურთში მუშაობის დროს მივიღე”, - თქვა მოურინიომ.

ჟოზე მოურინიო სხვა და სხვა პერიოდში პორტუგალიის, ინგლისის, იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონია. ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ერთხელ ევროპა ლიგა.

ცოტა ხნის წინ “განსაკუთრებულმა” დააანონსა, რომ მის სამწვრთნელო კარიერაში “მანჩესტერი” ბოლო გუნდი არ იქნება.

0.120942