ფეხბურთი

10:40 | 28.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავას შანსი "შახტარში"

დონეცკის “შახტარი” დღეს უკრაინის პრემიერლიგაში “სტალს” დაუპირისპირდება. აღნიშნულ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ელოდებიან ქართველ დავით ხოჭოლავას. “მეშახტეებს” ორი ცენტრალური მცველი იაროსლავ რაკიცკი და სერგეი კრივცოვი ტრავმირებულები ჰყავთ.

შესაბამისად, დღეს ივან ორდეცს სწორედ ჩვენებური შეუწყვილდება, რომელმაც მატჩის წინ კომენტარი გააკეთა:

“სათასო შეხვედრაში დიდი ძალა დავხარჯეთ, მაგრამ აღდგენა ჩვენი სამედიცინო შტაბის დამსახურებით უკვე მოვახერხეთ. მზად ვარ შევცვალო ტრავმირებული ფეხბურთელები და იმედია, რომ ისინი მალე დაგვიბრუნდებიან. “სტალთან” ადვილი თამაში არ გველოდება.

სხვაობა “დინამოსთან”? – რაც უფრო დიდი იქნება, უკეთესია”, - აღნიშნა ხოჭოლავამ.

“შახტარი” კიევოს “დინამოს” ამ დროისთვის 7 ქულით უსწრებს, მაგრამ კიეველებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

0.11562