ფეხბურთი

22:28 | 27.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

პასტორეს საკითხი ლონდონში განიხილეს

“პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი ხავიერ პასტორე კარიერას, დიდი ალბათობით, ინგლისურ პრემიერლიგაში გააგრძელებს.

ადრეც გავრცელდა ინფორმაცია არგენტინელი ფეხბურთელით “ჩელსისა” და “ლივერპულის” დაინტერესების შესახებ, ახლა კი, როგორც ფრანგული გაზეთი Le 10 Sport იუწყება, ცნობილი საფეხბურთო აგენტი კია ჯურაფჩიანი პსჟ-ს სპორტულ დირექტორს ანტერო ენრიკეს ლონდონში შეხვდა და მხარეებმა, პასტორეს ინგლისში გადასვლის საკითხი განიხილეს.

ცნობილია, რომ პარიზული კლუბი პასტორეს და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის გასხვისებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში აპირებს.

0.112166