ფეხბურთი

13:17 | 27.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

კეინი “მანჩესტერთან” გამოირიცხა

“ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰარი კეინი პრემიერლიგის მე-10 ტურის მატჩს "მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია “დეზების” მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ დაადასტურა.

"ითამაშებს თუ არა კეინი “მანჩესტერთან”? ჩვენ უნდა შევაფასოთ ყველა მოთამაშის მდგომარეობა, თუმცა ბევრი მიზეზის გამო კეინი დაისვენებს”, - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.com.

“ტოტენჰემისა” და “მანჩესტერის” დაპირისპირება 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

0.118349