“ლივერპული” დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. იურგენ კლოპის ინტერესთა არეალში “რომას" მარცხენა მცველი ემერსონ პალმიერი მოექცა. აღნიშნულ ინფორმაციას Gazzamercato ავრცელებს.
“წითლები” “რომას” ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს გადაუხდიან. წინასწარი ინფორმაციით, 23 წლის მცველი ინგლისურ კლუბთან კონტრაქტს 2022 წლამდე გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ ნატურალიზებულმა იტალიელმა გასული სეზონის ბოლოს მუხლზე სერიოზული ტრავმა მიიღო და მიმდინარე სეზონში არცერთი თამაში არ ჩაუტარებია.