თორნიკე შენგელიას “ბასკონია” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა, აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. პრიჯიონიმ გუნდიდან წასვლა “ვალენსიასთან” (63:80) წაგებული მატჩის შემდეგ გადაწყვიტა.
მიმინარე სეზონში “ბასკონიამ” ევროლიგაზე სამივე შეხვედრაში დამარცხდა, ხოლო ესპანეთის ჩემპიონატში ორი მატჩი მოიგო და სამი წააგო.
თუ ვინ იქნება ესპანური კლუბის მომავალი მთავარი მწვრთნელი ჯერჯერობით უცნობია.