ფეხბურთი

19:15 | 26.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის გუნდი – მოსკოვში გოლგაუშვებლად

მოსკოვში 16-გუნდიანი მსოფლიო საფეხბურთო ფესტივალი დაიწყო და იქ მონაწილეობს საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის გუნდი, რომელიც სპეციალურ პროგრამაშია ჩართული. პროგრამას ჰქვია “ფეხბურთი მზრუნველობამოკლებულ, სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვებისთვის”.

მოსკოვში წასვლამდე, SOS ბავშვთა სოფლის გუნდი (მწვრთნელი დავით თაქთაქიშვილი) სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ეკიპირებით დაასაჩუქრა.

შედეგიც შთამბეჭდავია: საქართველომ ჯგუფში 0:0 ითამაშა პაკისტანთან, ხოლო ბრაზილიასა და ყაზახეთს ერთნაირი ანგარიშებით, 1:0 სძლია. ქართველები პარასკევს ნახევარფინალში ლატვიას შეხვდებიან.

განსაკუთრებით აღსანიშნავი, რა თქმა უნდა, ბრაზილიასთან მოგებაა.

0.120912