დორტმუნდის “ბორუსიას” შემტევ მარკო როისს ევროპულ გრანდში თამაშის სურს. როგორც გერმანული მედია 28 წლის ფეხბურთელის სიტყვებს ციტირებს, იგი არ აპირებს “დორტმუნდში” დარჩენას და კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას.
“ოთხი-ხუთი გუნდია ევროპაში, სადაც სიამოვნებით ვითამაშებდი. 2019 წლის 31 მაისს, “დორტმუნდთან” კონტრაქტი მეწურება და გახანგრძლივებას არ ვაპირებ. ჯერჯერობით არ ვიცი, თუ სად გავაგრძელებ კარიერას – არ ვფიქრობ ამაზე, რადგან 2019 წლამდე დროა. დღეს აქ ბედნიერი ვარ და გადაწყვეტილება მხოლოდ მას მერე მივიღებ, როდესაც ამის დრო მოვა”, - თქვა როისმა.
მარკო როისი “დორტმუნდს” 2012 წელს “გლადბახიდან” შეუერთდა და მას მერე “ყვითლების” რიგებში თავი 89 გოლითა და 61 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ბოლო პერიოდში ნიჭიერ გერმანელს მუდმივად ტრავმიანობა სდევს და ამის გამო მარტიდან მოყოლებული არ უთამაშია.