კალათბურთი

12:30 | 26.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

"გოლდენ სტეიტის" გამარჯვება და ზაზას 3 ქულა

NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა “გოლდენ სტეიტმა” საკუთარ მოედანზე “ტორონტო” დაამარცხა დაძაბულ ბრძოლაში – 117:112.

აღნიშნულ გამარჯვებაში მოკრძალებული წვლილი საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამაც შეიტანა. ქართველი ცენტრი 14 წუთი იყო პარკეტზე და საკუთარ გუნდს 3 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი შესძინა.

ზაზამ 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ბურთი კი ოთხჯერვე დაცვაში მოხსნა.

“გოლდენ სტეიტის” რიგებში სტეფან კარის ანგარიშზე 30 ქულა, 5 პასი და 4 მოხსნაა, ხოლო კევინ დურანმტა შეხვერდა 29 ქულით, 5 პასითა და 4 მოხსნით დაასრულა.

“უორიორზს” სამი გამარჯვების წილ 2 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე იმყოფება. ზაზა ფაჩუალია და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 28 ოქტომბერს, “ვაშინგტონთან” ჩაატარებენ.

0.118563