კალათბურთი

12:51 | 26.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის 6 ქულა და გამარჯვება ლიტვაში

მანუჩარ მარკოიშვილის „რეჯიო ემილიამ“ ევროთასის მორიგი მატჩი ლიტვის ალაქ ნევეჟისში გამართა. იტალიელთა მეტოქე „ლიეტკაბელი“ გახლდათ, რომელიც „რეჯიო ემილიამ“ 82:75 დაამარცხა და 3-დან 2 მოგებით ჯგუფში მე-3 საფეხურზეა.

ქართველმა ლეგიონერმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 32:00 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მარკოიშვილმა 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, 4 ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. სტუმართა რიგებში საუკეთესო იტალიის ნაკრების წევრი ამედეო დელა ვალე იყო, რომელმაც 22 ქულა მიითვალა.

ევროთასზე შემდეგი მატჩი რეჯიოემილიელებს შინ, 1 ნოემბერს, იერუსალიმის „ჰაპოელთან“ ელის.

GBF.GE

0.118653