მაიკლ დიქსონის „სტრასბურმა“ ფიბას ჩემპიონთა ლიგაში უმნისვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა და ამაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელი უკანახაზელის წვლილი უდიდესია. ფრანგულმა კლუბმა ესპანურ „ესტუდიანტესს“ უმასპინძლა და 3 ქულით - 77:74 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ამერიკელი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტხანს (30:13) ითამაშა. აღნიშნულ დროში მაიკლმა 6-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და 13 ქულას, 10 პასი და 5 მოხსნა წაამატა.
დიქსონმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა, რაც შეხვედრის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
“სტრასბურგი” ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში მესამე ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 1 ნოემბერს, იტალიაში, ასევე 2 გამარჯვების მქონე “უმანა რეიერ ვენეციასთან” გამართავს.
GBF.GE