17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ინგლისი ესპანეთს დაუპირისპირდება. ფინალი 28 ოქტომბერს გაიმართება.
სანტი დენიას გაწვრთნილმა ესპანელებმა ნახევარფინალში 3:1 აჯობეს მალის. დუბლი შეასრულა “ბარსელონა ბ”-ის თავდამსხმელმა აბელ რუისმა, ერთიც ვალენსიელმა ფერან ტორესმა დაამატა.
როგორც უკვე ვწერდით, პირველ ნახევარფინალში ინგლისმა ასევე 3:1 აჯობა ბრაზილიას. ბრიტანელთაგან სამივე გოლი “ლივერპულის” ახალგაზრდული გუნდის ფორვარდმა ბრიუსტერმა გაიტანა.
მალი – ესპანეთი 1:3 (0:2)
გოლები: 0:1 რუისი (19 პენ), 0:2 რუისი (42), 0:3 ტორესი (71), 1:3 ნდიაიე (74)
შეგახსენებთ, 17-წლამდელთა მუნდიალი ინდოეთში ტარდება. ჩემპიონატი 1985 წლიდან იმართება ორ წელიწადში ერთხელ. აქამდე არც ინგლისი გამხდარა ჩემპიონი და არც – ესპანეთი. ყველაზე ხშირად ნიგერია იგებს: ხუთგზის გამარჯვებულია.