კალათბურთი

22:28 | 24.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ადეტოკუმბომ ქარიმ აბდულ-ჯაბარს გადაასწრო

“მილოუკი ბაქსმა” “შარლოტ ჰორნეტსი” 103:94 დაამარცხა. “ბაქსის” ლიდერმა იანის ადეტოკუმბომ მეტოქეს 32 ქულა ჩაუგდო. 22 წლის ბერძენმა ნბა-ს სასტარტო ოთხ შეხვედრაში 147 ქულა ჩააგდო, რითაც ლეგენდარულ ქარიმ აბდულ-ჯაბარს გაასწრო, რომელსაც სასტარტო ოთხ მატჩში 146 ქულა ჰქონდა ჩაგდებული.

იანისმა “პორტლენდთან” მატჩში კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი 44 ქულა დააფიქსირა.

0.111433