საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "მარსელის" მეკარე სტივ მანდანდა გულშემატკივრებმა ლიგა 1-ის გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად 32 წლის მოთამაშემ ხმების 47% მიიღო და ბრაზილიელ ნეიმარს 10%-ით აჯობა. მესამე პოზიციაზე "ბორდოს" თავდამსხმელი მალკოლმი (16%) გავიდა.
გასულ თვეში მანდანდამ მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაუშვა. "პარი სენ ჟერმენის" შემტევმა კი სამ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.