ჩოგბურთი

20:38 | 24.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვინუსმა ოსტაპენკოს მძიმე ბრძოლაში აჯობა, პლიშკოვა ნახევარფინალშია

სინგაპურში მიმდინარე წლის შემაჯამებელი ტურნირის თეთრ ჯგუფში ვინუს უილიამსმა ლატვიელი ელენა ოსტაპენკო მძიმე ბრძოლაში 7:5, 6:7, 7:5 დაამარცხა. მატჩი სამ საათსა და 14 წუთს გაგრძელდა.

მეორე სეტში 5:5-ზე ვინუსის სასარგებლოდ, ამერიკელს მატჩ-პოინტი ჰქონდა, თუმცა ლატვიელმა მოახერხა რამდენიმე ეფექტური ქულის აღება და სეტი ტაი-ბრეიკზე 7:3 მოიგო. მესამე პარტიაში კი 6:5-ზე უილიამსის სასარგებლოდ, 37 წლის ჩოგბურთელმა გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა.

მეორე შეხვედრაში კაროლინა პლიშკოვამ გარბინიე მუგურუსა 6:2, 6:2 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური ვადაზე ადრე მოიპოვა.

1.

კაროლინა პლიშკოვა

2

2

0

4:0

2

2.

გარბინიე მუგურუსა

2

1

1

2:2

1

3.

ვინუს უილიამსი

2

1

1

2:3

1

4.

ელენა ოსტაპენკო

2

0

2

1:4

0

0.132401