კალათბურთი

11:34 | 24.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთმა საქართველოსთან მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა გამოაქვეყნა

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე სერბეთმა გაფართოებული შემადგენლობა გამოაქვეყნა.

სერბების მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯორჯევიჩმა 35-კაციანი სია დაასახელა, რომელშიც ევროლიგის კლუბებში მოთამაშე კალათბურთელებიც შევიდნენ. ჯერ უცნობია, ითამაშებენ თუ არა ევროლიგის მოთამაშეები თავიანთ ეროვნულ ნაკრებებში.

შეგახსენებთ, რომ სერბეთთან და საქართველოსთან ერთად მსოფლიოს 2019 წლის საკვალიფიკაციო ჯგუფში ავსტრია და გერმანია არიან. საქართველოსა და სერბეთის მატჩი მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, ბელგრადში გაიმართება.

სერბეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:


სტეფან იოვიჩი, ვასილიე მიჩიჩი, ნემანია ნედოვიჩი, მარკო გუდურიჩი, დრაგან მილოსავლიევიჩი, ნემანია დანგუბიჩი, ბრანკო ლაზიჩი, ვლადიმირ ლუჩიჩი, მარკო სიმონოვიჩი, ნიკოლა კალინიჩი, სტეფან ბირჩევიჩი, მილან მაჩვანი, ვლადიმირ შტიმაცი, ოგნენ კუზმიჩი, ნიკოლა მილუტინოვი, მიროსლავ რადულიცა, ოგნენ დობრიჩი, ალეკსა რადანოვი, სტეფან პენო, ვანია მარინკოვიჩი, ალეკსა ავრამოვიჩი, სტევან იელოვაცი, ნიკოლა იოვანოვიჩი, ნიკოლა რადიჩევიჩი, სავა ლეშიჩი, ნიკოლა რებიჩი, მილენკო ტეპიჩი, ნიკოლა იანკოვიჩი, ჯორჯე გაგიჩი, ივან მარინკოვიჩი, ივან პაუნიჩი, ილია ჯოკოვიჩი, დეიან ტოდოროვიჩი, გორან ჰუსკიჩი, დეიან მუსლი.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120194