ფიფა-ს ვერსიით 2017 წლის მსოფლიოს სიმბოლური ნაკრები გამოვლინდა. წლის საუკეთესო თერთმეტეულში "რეალის" ფეხბურთელთა დომინირება აღინიშნა. "სამეფო კლუბი" წლის სიმბოლურში ხუთი წევრითაა წარმოდგენილი.
ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ფინალისტი "იუვენტუსი" მხოლოდ ჯიჯი ბუფონითაა წარმოდგენილი, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ლეონარდო ბონუჩი და დანი ალვეშიც სწორედ "ბებერ ქალბატონში" გატარებული პერიოდის გამო მოხვდნენ სიმბოლურში.
სხვა მხრივ კი, ფიფა-ს რჩეული გუნდი შემდეგნაირია:
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსი", იტალია)
მცველები: დანი ალვეში (პსჟ, ბრაზილია), სერხიო რამოსი ("რეალი", ესპანეთი), ლეონარდო ბონუჩი ("მილანი", იტალია), მარსელო ("რეალი", ბრაზილია)
ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი ("რეალი", ხორვატია), ტონი კროოსი ("რეალი", გერმანია), ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა", ესპანეთი)
თავდამსხმელები: ლიონელ მესი ("ბარსელონა", არგენტინა), ნეიმარი (პსჟ, ბრაზილია), კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი", პორტუგალია)