2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი გახდა. ფიფა-ს გალადაჯილდოვებაზე 39 წლის იტალიელმა მეკარემ საუკეთესოს ჯილდოსთვის მანუელ ნოიერსა და კეილორ ნავასს აჯობა.
ბუფონისთვის 2017 წელი მართლაც წარმატებული იყო: "იუვენტუსთან" ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა და იტალიის თასი მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ფინალს უწია. ასევე, ჩემპიონთა ლიგაზე ჯიჯიმ მშრალი სერია გამოაცხო და გოლს ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურიდან ფინალამდე არ უშვებდა.