საჩხერის “ჩიხურას” კაპიტან შოთა კაშიას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. როგორც იმერული გუნდის ვეგვერდი იტყობინება, კაშია უკვე პალატაშია გადაყვანილი და თავს კარგად გრძნობს.
გამოცდილი მცველის სარეაბილიტაციო პერიოდი ექიმების ვარაუდით, 2-3 თვე გასტანს და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება შოთას მოედანზე დაბრუნება.
შეგახსენებთ, “ჩიხურას” ბათუმიდან თბილისში მომავალი მიკროავტობუსი, ხაშურის მაგისტრალზე ავტოავარიაში მოჰყვა.