ფეხბურთი

19:20 | 23.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: “ტრიბუნიდან იმდენი რამ მესროლეს, შემეძლო ნოყიერად მესადილა”

“პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა ნეიმარმა “მარსელთან” მატჩის (2:2) შემდგომ კომენტარი გააკეთა და მიღებულ წითელ ბარათზე გაამახვილა ყურადღება.

“ეს სასჯელი სრულიად გადამეტებულია. მეტოქე გუნდის მოთამაშეები ძალიან უხეშობდნენ. მთელს სხეულზე სისხლჩაქცევები მაქვს.

“მარსელის” გულშემატკივრებმა კი ჩემთვის ყველა სახის სასმელ-საჭმელი გაიმეტეს. რომ მომენდომებინა ნოყიერად ვისადილებდი.

არ აქვს მნიშვნელობა მსგავსი ფაქტი სად მოხდება, საფრანგეთში თუ ბრაზილიაში. ეს იგივია, რესტორანში წახვიდე და თეფშებისა და ჩანგლების სროლა დაიწყო”, - განაცხადა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი “მარსელთან” მატჩის 85-ე და 87-ე წუთებზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო გააძევეს, მოედნის დატოვებისას კი მეტოქე გუნდის გულშემატკივარმა მას სხვადასხვა ნივთები და წვენით სავსე ბოთლები ესროლეს. ბრაზილიელი გასახდელში სტიუარდებმა გააცილეს.

0.131827