სხვა

18:56 | 23.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა ქართველ ძალოსანთა სარეკორდო შედეგი ევროპის ჩემპიონატზე

ალბანეთის ქალაქ დურესში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრებმა ჯამში 27 მედალი მოიპოვეს, რაც მედლების რაოდენობის მხრივ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

ახალგაზრდებმა 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით გუნდური გამარჯვება იზეიმეს, 23-წლამდელები კი 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით მეორე ადგილზე გავიდნენ.

ასევე აღსანიშნავია, რომ ევროპის ძალოსნობის ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის ევროპის ჩემპიონატი, საქართველოში, ქალაქ ბათუმში უნდა გაიმართოს, რაც საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის კიდევ ერთი აღიარებაა. საბოლოო კონტრაქტს საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია ევროპის ფედერაციასთან მას შემდეგ მოაწერს ხელს, რაც ბათუმს ევროპის ფედერაციის სადამკვირვებლო კომისია ესტუმრება.

ალბანეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ კახი კახიაშვილს და ასაკობრივი ნაკრებების წევრებსა და მწვრთნელებს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.

ორჭიდის ჯამში ევროპის ჩემპიონები გახდნენ ახალგაზრდებს შორის რევაზ დავითაძე (85 კგ) - ატაცი ოქრო (165 კგ), აკვრა ოქრო (188), ორჭიდი ოქრო (353) და დავით ხეცურიანი (105 კგ) - ატაცი ოქრო (173), აკვრა ბრინჯაო (204 ), ორჭიდი ოქრო (377 კგ).

23-წლამდელებს შორის კი ანატასია გოტფრიდი (90 კგ.) - ატაცი ოქრო (123), აკვრა ოქრო (140), ორჭიდი ოქრო (263) და შოთა მიშველიძე (62 კგ.) - ატაცი ოქრო (134), აკვრა ოქრო (153) და ორჭიდი ოქრო (287).

ქართველ ძალოსანთა შედეგები ევროპის ახალგაზრდულ და 23-წლამდელთა ჩემპიონატზე

ახალგაზრდები


რევაზ დავითაძე (85 კგ.) - ატაცი ოქრო (165), აკვრა ოქრო (188), ორჭიდი ოქრო (353).
დათო ხეცურიანი (105 კგ.) - ატაცი ოქრო (173), აკვრა ბრინჯაო (204), ორჭიდი ოქრო (377).

ირაკლი ჩხეიძე (105 კგ.) - ატაცი მეექვსე ადგილი (164), აკვრა ვერცხლი (206) ორჭიდი ბრინჯაო (370).
გიორგი ჩხეიძე (+105 კგ.) - ატაცი ვერცხლი (185), აკვრა ვერცხლი (231), ორჭიდი ვერცხლი (416).

35 ქვეყანა, აქედან 123 ვაჟი და 85 ქალი.

23-წლამდელები

ანასტასია გოტფრიდი (90 კგ.) - ატაცი ოქრო (123), აკვრა ოქრო (140), ორჭიდი ოქრო (263).
შოთა მიშველიძე (62 კგ.) - ატაცი ოქრო (134), აკვრა ოქრო (153), ორჭიდი ოქრო (287).

რამინ შამილიშვილი (62 კგ.) - ატაცი ვერცხლი (124), აკვრა ბრინჯაო (146), ორჭიდი ვერცხლი (270).
გოგა ჩხეიძე (69 კგ.) - ატაცი ბრინჯაო (134), აკვრა ოქრო (174), ორჭიდი ვერცხლი (308).
გოდერძი ბერდელიძე (56 კგ.) - ატაცი მეოთხე ადგილი (), აკვრა ბრინჯაო (135), ორჭიდი ბრინჯაო (246).
ლონგინოზ ბრეგვაძე (105 კგ.) - ატაცი ოქრო (176), აკვრა მეოთხე (199) ორჭიდი ვერცხლი (375).

31 ქვეყანა, აქედან 81 ვაჟი და 56 ქალი.

msy.gov.ge

0.116876