ფეხბურთი

17:46 | 23.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” “ვალენსიას” ნახევარმცველში 33 მილიონს იხდის

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა, “ვალენსიას” 20 წლის ესპანელ ნახევარმცველ კარლოს სოლერის სანაცვლოდ 33 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიხადოს, აღნიშნულ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, “წითელი ეშმაკები” ტრანსფერის განხორციელებას ზამთარში შეეცდებიან.

კარლოსს “ვალენსიასთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.121879