მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი თომას მიულერი ტრავმირებულია, აღნიშნულ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა “ჰამბურგთან” (1:0) ბუნდესლიგის მე-9 ტურის მატჩში ბარძაყის ტრავმა მიიღო და ის 5-6 კვირის განმავლობაში მოედანზე ვერ გავა.
მიმდინარე სეზონში მიულერმა 9 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.