ფეხბურთი

12:02 | 23.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

Golden Boy 2017 - კილიან მბაპე

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და “პარი სენ ჟერმენის” ფორვარდი კილიან მბაპე, იტალიური Tuttosport-ის მიერ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდოს, Golden Boy-ს მფლობელი გახდა.

18 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა გაბრიელ ჟეზუსთან (“მანჩესტერ სიტი”) და უსმან დემბელესთან (“ბარსელონა”) კონკურენციაში იმარჯვა.

მიმდინარე სეზონში მბაპემ საკლუბო დონეზე 11 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. გასულ სეზონში ის “მონაკოს” ღირსებას იცავდა, რომლის მაისურით ჩატარებულ 44 შეხვედრაში 26 გოლი და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ იტალიური გამოცემა ევროპის 21 წლამდე ასაკის საუკეთესო ფეხბურთელს 2003 წლიდან ავლენს. გასულ წელს საუკეთესოდ პორტუგალიელი რენატუ სანჩესი აღიარეს.

აქვე ყველა გამარჯვებული წლების მიხედვით:

2003 – რაფაელ ვან დერ ვაარტი

2004 – უეინ რუნი

2005 – ლიონელ მესი

2006 – ჩესკ ფაბრეგასი

2007 – სერხიო აგუერო

2008 – ანდერსონი

2009 – ალეშანდრე პატო

2010 – მარიო ბალოტელი

2011 – მარიო გიოტცე

2012 – ისკო

2013 – პოლ პოგბა

2014 – რაჰიმ სტერლინგი

2015 – ანტონი მარსიალი

2016 - რენატუ სანჩესი

2017 - კილიან მბაპე

0.115565