ფეხბურთი

19:20 | 22.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა პარუნაშვილის გოლი დანიაში

დანიის I დივიზიონის XIV ტურში "ესბიერგმა" საკუთარ მოედანზე "ფრემად ამაგერი" გაანადგურა - 5:2. აღნიშნულ გამარჯვებაში თავისი წლვილი შეიტანა ლაშა პარუნაშვილმა - 24 წლის ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და ანგარიში სწორედ მან გახსნა 37-ე წუთზე.

პარუნაშვილმა შეუცვლელად ჩაატარა შეხვედრა, ხოლო "ესბიერგის" კიდევ ერთი ჩვენებური ბუდუ ზივზივაძე მოედანზე არ გამოჩენილა.

პარუნშავილმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. რაც შეეხება მისი გუნდის სატურნირო მდგომარეობას: 13 თამაშში დაგროვილი 23 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება.

0.116917