სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

12:02 | 22.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ვენის ტურნირს საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენაში დაწყებულ ტურნირს საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი წრიდან გამოეთიშა. მსოფლიოს 55-ე ნომერმა სერგეი სტახოვსკისთან 1:6, 5:7 წააგო.

პირველი სეტში უკრაინელმა იოლად იმარჯვა და ბასილაშვილის მოწოდებაზე გეიმი ორჯერ მოიგო. მეორე სეტში, როდესაც ქართველი 4:3-ს იგებდა, სტახოვსკი დაბრეიკდა და ბასილაშვილს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა ამის შემდეგ ორჯერ წააგო საკუთარი მოწოდება.

გასულ წელს ნიკოლოზმა ამავე ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი შეხვედრა მოიგო და ძირითად ბადეში ტომაშ ბერდიხიც დაამარცხა, თუმცა მეორე რაუნდში კარენ ხაჩანოვთან ვერაფერს გახდა.

ვენის ტურნირში მსოფლიოს რეიტინგის ტოპ-20 ჩოგბურთელიდან 8 მონაწილეობს. პირველი ნომერი ალექსანდრ ზვერევია, მეორე კი დომინიკ ტიმი. ასევე ავსტრიაში ითამაშებ ჟო-ვილფრიდ ცონგა, რომელიც წინა წლის ფინალში ენდი მარეისთან დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.117188