ფეხბურთი

20:00 | 21.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი გოგიას გოლი და საგოლე პასი II ბუნდესლიგაში (+VIDEO)

გერმანიის II ბუნდესლიგის XI ტურში გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა აკაკი გოგია. ქართული ფესვების მქონე გერმანიის მოქალაქე შემტევმა "ფიურტთან" მატჩში ჯერ მეტოქეს გაატანინა, შემდეგ თავად იხეირა.

მე-3 წუთზე გოგიამ მარჯვენა ფლანგიდან კარის წინ მდგომი კრუცვეგი მოძებნა და თანაგუნდელს გატანა აღარ გასჭირვებია. 41-ე წუთზე კი, უკვე თავად გაიტანა - მოჭრილი დარტყმით მეკარისაგან შორეულ კუთხეში.

აკაკი შეუცვლელად გაისარჯა, ხოლო ბერლინის "უნიონმა" მიჯრით მეოთხე თამაში მოიგო და მესამე ადგილზეა 21 ქულით. რაც შეეხება 25 წლის ფეხბურთელს, მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 8 თამაში და 2 გატანილი გოლია.

0.128101