უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე ევროპა ლიგის ტრადიციული სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა. საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე დიდი რაოდენობით “რეალ სოსიედადის” 3 მოთამაშე მოხვდა.
2 ფეხბურთელით მოახერხა თერთმეტეულში შესვლა ყაზახეთის კლუბმა “ასტანამ”. სხვა მხრივ კი ევროპა ლიგის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირია:
მეკარე: იანის ანესტისი (“აეკი”)
მცველები: ალბერტო დელა ბელა (“რეალ სოსიედადი”), კოზმინ მოცი (“ლუდოგორეცი”), ბაირამ იაშანიცა (“შკენდერბუ”), დმიტრი შომკო (“ასტანა”)
ნახევარმცველები: ემილიანო რიგონი (“ზენიტი”), სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (“ლაციო”), ჩაბი პრიეტო (“რეალ სოსიედადი”), იოსიპ ილიჩიჩი (“ასტანა”)
თავდამსხმელები: ვილიან ჟოზე (“რეალ სოსიედადი”), ჟუნიორ კაბანანგა (“ასტანა”)