კალათბურთი

10:24 | 21.10.2017 | ნანახია 3235 - ჯერ

ზაზა ფაჩულიას სეზონის პირველ ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

NBA-ს მოქმედმა ტრიუმფატორმა "გოლდენ სტეიტმა" ახალ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. სტივ კერის გუნდი ნიუ ორლეანში ჩავიდა და ადგილობრივ "პელიკანსს" 128:120 მოუგო. აღნიშნულ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების ექსკაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ.

ზაზამ 20 წუთი ითამაშა ძალიან ახლოს იყო მიმდინარე სეზონში პირველ ორმაგ დუბლთან - ჩვენებურს ერთი ზუსტი სტყორცნა და ერთი მოხსნა დააკლდა: 8 ქულა, 9 მოხსნა, 1 ჩაჭრა. ფაჩულიამ სამჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა, ორიდან ორი საჯარიმო გამოიყენა, ხოლო ექვსიდან ორი ორქულიანი მოათავსა კალათში.

"უორიორზს" კლეი ტომპსონმა ულიდერა 31 ქულით. სტეფ კარიმ შეხვედრა 28 ქულითა და 8 პასით დაასრულა, ხოლო კევინ დურანტის ანგარიშზე 22 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 7 დაფარებაა.

"გოლდენ სტეიტ უორიორზის" მონაგარი ორი ტურის მერე მოგება-წაგებაა. "მეომრები" მომდევნო შეხვედრას 22 ოქტომბერს, "მემფის გრიზლისთან" ჩაატარებენ.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

05:12 | 22.10.2017
federer (17) (15576)

3 ქულა ქონდა მარკს სანამ ზაზა იყო მოედანზე და 15 ქულა აიღო ახლა და ზაზა კიდე სკამზე უზის
ხან რა გამოსლევება იცის ამ კერიმ

04:36 | 22.10.2017
federer (17) (15576)

ჯერ მაგრად უდგას მარკს
იმაზე უკეთ ვიდრე მოველოდიი

04:20 | 22.10.2017
federer (17) (15576)

საინტერესო იქნება ზაზას დაპირისპირება კიდევ ერთ დომინანტურ ცენტრთან

04:00 | 22.10.2017
federer (17) (15576)

ძვლივს არ გაუშვეს გოლდენის თამაშიი

04:01 | 22.10.2017
federer (17) (15576)

აბა ვნახოთ ახლა როგორ ითამაშებს ჩვენი კაპიტანიი
ლაივში ყურებას სხვა მუღამი აქვს მაინც

17:06 | 21.10.2017
airvika13 (657)

stripslashes((strlen('http://nbahd.net/2017/10/20/watch-replays-warriors-vs-pelicans-nba-full-game/')>0?'http://nbahd.net/2017/10/20/watch-replays-warriors-vs-pelicans-nba-full-game/':'http://nbahd.net/2017/10/20/watch-replays-warriors-vs-pelicans-nba-full-game/')) აი უყურე ჩანაწერს...ზუსტად ეგრეა ზაზას აქვს საკმაო მნიშვნელობის როლი...მეცინება როდესაც მაკგიზე მიდის ხოლმე საუბარი მაგას ვინ ანდობს მნიშვნელოვან მომენტში ადგილს კი შეიძლება აფარებს ეფექტურად მაგრამ პოზიციურად ისე ცუდად დგას ღია კარის დღე აქვს ხოლმე სამწამიანში

18:54 | 21.10.2017
federer (17) (15576)

ვერ გავხსენი მეგობარო

17:03 | 21.10.2017
airvika13 (657)

nbahd.com აი ეს საიტია სადაც ჩანაწერები იდება...თან თუ გინდა ანგარიში არ ნახო და ლაივის პონტში უყურეDDD

18:50 | 21.10.2017
federer (17) (15576)

გაიხარე ძმა

16:03 | 21.10.2017
drosha ver dakiden (146)

"ორიდან ორი საჯარიმო გამოიყენა, ხოლო ექვსიდან ორი ორქულიანი მოათავსა კალათში". ზაზამ რვა ქულა დააგროვა, მაგრამ ორიდან ორი საჯარიმო არის 2 ქულა, ამას დავუმატოთ ორი ორქულიანი (4 ქულა) სულ გამოვიდა 6 ქულა!!! ასე რომ ცოტა დაკვირვებაა საჭირო)))

15:30 | 21.10.2017
federer (17) (15576)

თამაში არ მინახია მაგრამ სტატისტიკიდან გამომდინარე არ ყოფილა ზაზა ცუდიი
ასეთ დომინანტურ 4-5 ნომრებთან გრინს უჭირს თამაში რადგან 10-15 სმ-ით დაბალია და მარტო ჯანის ხარჯზე ძნელია შენზე ერთი თავით მაღალი კაცის გაჩერება

14:43 | 21.10.2017
airvika13 (657)

მაღლების გუნდებთან ყველასთან დაიტვირთება ზაზა...სამწამიანში როცა ზაზა დგას შეიძლება ჩაუგდონ მაგრამ მარტივად ვერავინ უგდებს...ყველა ხო უძლიერესია გოლდენში მაგრამ კეიდი მაინც არანორმალურია რაDDDგუშინ ისეთები იკადრა რომ რავი....და წლის ბლოკშოტიც შემოგვთავაზა ესე სუფთად დაფარებული როცა კალათის მოსაგლეჯად მიდის ბევრი ნაღდად არ ყოფილა

15:28 | 21.10.2017
federer (17) (15576)

სად უყურე მეგობარო თამაშს?

14:22 | 21.10.2017
Magician (251)

შედიან ფორმაში ბიჭები.

12:27 | 21.10.2017
sabonis (9584)

ეს რა უცნაური ფორმა აცვიათ.D

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.841392