უეფას ევროპა ლიგის მესამე ტურის საუკეთესო ფეხბურთელი ბუქარესტის “სტიაუას” წევრი ჰარლემ გნოჰერე დასახელდა. რუმინული გუნდის შემტევმა ბეერ-შევას “ჰაპოელთან” დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს მოაგებინა (2:1).
29 წლის ფრანგმა ფორვარდმა გამოკითხვა დიდი უპირატესობით მოიგო – 64%. მეორე ადგილზე 17%-ით “ზენიტის” არგენტინელი ნახევარმცველი ემილიანო რიგონი გავიდა, რომელიც სხვათა შორის, ჰეთ-თრიქით გამოირჩა.
სამეულში მოხვდა აეკ-ის მეკარე იანის ანესტისი – ბერძენმა “მილანთან” კარი მშრაალდ შეინახა (12%).
დანარჩენი ხმები კი, ასე გადანაწილდა:
ჰარლემ გნოჰორე (“სტიაუა”) – 64%
ემილიანო რიგონი (“ზენიტი”) – 17%
იანის ანესტისი (აეკ) – 12%
ვილიან ჟოზე (“სოსიედადი”) – 3%
პეტერ ჩეხი (“არსენალი”) – 2%
სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი – 2%
ლუკას ოკამპოსი (“მარსელი”) – 1%
ანდრეას ულმერი (“ზალცბურგი”) – 0%