ფეხბურთი

22:07 | 20.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კასანო: "ტოტი ზიდანსა და რონალდოს სჯობდა"

იტალიელი ანტონიო კასანო აქტიურ სპორტში აღარ არის, თუმცა სკანდალური გამონათქვამებით ახლაც გამოირჩევა. ვეტერანმა ფეხბურთელმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი დამოკიდებულება “იუვენტუსის” მიმართ და აღნიშნა, რომ “ბებერი ქალბატონი” სძულს.

როგორც კასანოს სიტყვებს Corriere Dello Sport-ი ციტირებს, ფრანჩესკო ტოტი ზინედინ ზიდანსა და რონალდოზე დიდი ფეხბურთელი იყო:

“პირველი გოლი ჩემს საყვარელ გუნდს, “ინტერს” გავუტანე. ამ გოლმა უდიდესი სიხარული მომანიჭა და გავხდი პოპულარული. ეს იყო ჩემი საუკეთესო გოლი. ყველაზე მეტად “იუვენტუსის” კარში გოლი მანიჭებდა სიამოვნებას – მე ინტერისტა ვარ და ტურინელთა კარში გოლის გატანა მსიამოვნებდა. მათ უარი სამჯერ ვუთხარი. სურდათ, რომ “იუვენტუსის” მაისურით მეთამაშა, მაგრამ მე – არა.

მქონდა ბედნიერება მეთამაშა ზინედინ ზიდანისა და რონალდოს გვერდით, მაგრამ ფრანჩესკო ტოტისთან ერთად თამაში ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. რატომ დავტოვე “რომა”? – “რეალი” მეპატიჟებოდა, მსოფლიოს საუკეთესო გუნდი”, - განაცხადა კასანომ.

0.112133