კალათბურთი

11:49 | 20.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ოკლაჰომას” ტრიომ მძლავრად დაიწყო, უესტბრუკმა სამმაგით გახსნა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის სამი შეხვედრა გაიმართა.

“ოკლაჰომამ” შინ “ნიუ იორკ ნიქსი” 105:84 დაამარცხა. კარმელო ენტონიმ “ოკლაჰომას” შემადგენლობაში პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, თანაც თავის ყოფილ გუნდთან. მელომ 22 ქულა ჩააგდო. ასევე “თანდერის” ახალწვეულმა პოლ ჯორჯმა 28 ქულა და 6 მოხსნა შესძინა გუნდს. გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშემ რასელ უესტბრუკმა სეზონი სამმაგი დუბლით დაიწყო, 20 ქულა, 16 პასი, 10 მოხსნა. “ნიუ იორკში” კი მხოლოდ ლატვიელი ცენტრი კრისტაპს პორზინგისი გარმოირჩა, რომელმაც გუნდს 31 ქულა და 12 მოხსნა შესძინა. პირველ პერიოდში “ნიუ იორკის” შემტევმა მაიკლ ბისლმა მარცხენა კოჭის ტრავმა მიიღო.

ლოს ანჯელესურ დერბში “ლეიკერსი” “კლიპერსთან” 92:108 დამარცხდა. “კლიპერსი” პირველი სამი პერიოდის შემდეგ 24 ქულით იგებდა და ბოლო მეოთხედი ფორმალობა იყო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბლეიკ გრიფინი იყო, რომელმაც გუნდს 29 ქულა და 12 მოხსნა შესძინა. “ლეიკერსში” 20 ქულით ბრუკილ ლოპესი გამოირჩა. დეანდრე ჯორდანმა ორმაგი დუბლი შეასრულა, 14 ქულა და 24 მოხსნა.

“ტორონტო” – “ჩიკაგო” 117:100 (25:23, 33:14, 26:27, 33:36) VIDEO

“ოკლაჰომა” – “ნიუ იორკი” 105:84 (27:24, 26:18, 26:17, 26:25)VIDEO

“ლეიკერსი” – “კლიპერსი” 92:108 (19:27, 23:26, 21:34, 29:21) VIDEO

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115415