ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შემდეგ, ბევრ ჯგუფში ძალიან საინტერესო და მოულოდნელი შედეგი მივიღეთ. მაგალითად, J ჯგუფში “ოსტერსუნდს” 7 ქულა აქვს, ხოლო “ზორიას” 6 და ოთხეულს ლიდერობენ, როდესაც აუტსაიდერთა შორის “ბილბაო” (2 ქულით) და “ჰერტა” (ქულით) არიან.
გერმანული კლუბი გასვლაზე “ზორიასთან” დამარცხდა, ხოლო “ბილბაომ” ნორვეგიაში ქულის გადარჩენა 89-ე წუთზე ინიაკი უილიამსის გოლის წყალობით მოახერხა.
დღის ყველაზე დიდი სენსაცია “სან სიროზე” დაფიქსირდა, სადაც დიდი უპირატესობით მიუხედავად, “მილანმა” აეკის კარის აღება ვერ მოახერხა და საბერძნეთში ქულა გაატანა. ჯგუფის მეორე მატჩში “რიეკამ” “აუსტრია” დაამარცხა და ჯერჯერობით, “როსონერი” ჯგუფს კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს.
სენსაციური შედეგი დაფიქსირდა “ესტადიო დე ლა კერამიკაზეც”, სადაც ადგილობრივი “ვილიარეალი” ნახევარი საათის შემდეგ “სლავიასთან” ორბურთიანი სხვაობით აგებდა. ვალენსიურმა კლუბმა ტაიმის მიწურულს ტრიგეროსის და კარლოს ბაკას გოლებით გაათანაბრა, მეორე ნახევარშიც ძალიან დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მეტი გატანა ვეღარ მოახერხა და ანგარიში აღარ შეცვლილა – 2:2. მეორე მატჩში “ასტანამ” საკუთარ მოედანზე “მაკაბის” ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.
დღის ცენტრალური შეხვედრა “გუდისონ პარკზე” გაიმართა, სადაც “ევერტონმა” “ლიონს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. ფრანგებმა ტაიმი ნაბილ ფეკირის პენალტით მოიგეს. 69-ე წუთზე გილფი სიგურდსონმა სტანდარტულიდან მოაწოდა, რასაც ეშლი უილიამსის ზუსტი თავური მოჰყვა და ანგარიში გათანაბრდა, თუმცა 75-ე წუთზე ბერტრან ტრაორემ ქუსლით ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა და “ევერტონი” უქულოდ დატოვა 1:2. მეორე თამაშში “ატალანტამ” შინ “აპოლონს” სძლია და ლიდერობა გაიმყარა.
ლონდონის “არსენალმა” ბელგრადში “ცრვენა ზვეზდას” გატეხვა 85-ე წუთზე ოლივიე ჟირუს ულამაზესი გოლით მოახერხა, ხოლო “ბატემ” შინ “კიოლნს” სძლია. სამწუხაროდ, მასპინძელთა რიგებში განაცხადში ისევ არ ყოფილა ვაკო გვილია.
დიდ ინტერესს იწვევდა “ნიცას” და “ლაციოს” დაპირისპირება, სადაც ჯგუფის ლიდერი უნდა გამოვლენილიყო. მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და მე-4 წუთზევე მარიო ბალოტელის თავურით დაწინაურდნენ, თუმცა მათმა სიხარულმა ძალიან ცოტახანს გასტანა, ერთ წუთში ფელიპე კაისედომ დანტეს და კარდინალეს შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა და ახლო მანძილიდან გაათანაბრა. რომაელებს მილინკოვიჩ-სავიჩმა მოაგებინა, რომელმაც 65-ე წუთზე კაისედოს გადაცემა შეირგო და მეკარე უშანსოდ დატოვა, ხოლო 89-ე წუთზე თავური დარტყმით დუბლი გაიფორმა – 1:3.
მეორე მატჩში “ვარეგემმა” “ვიტესს” უმასპინძლა და ფრედ 1:1 ეთამაშა. სამწუხაროდ, გურამ კაშიამ 23-ე წუთზე ავტოგოლი გაიტანა. მან სრულად ითამაშა.
ჯაბა ჯიღაურის “ვარდარი” საკუთარ მოედანზე “სოსიედადთან” განადგურდა (0:6). პოკერი გაიფორმა ვილიან ჟოზემ, ხოლო თითო ბურთი ოიარზაბალის და დე ლა ბელას ანგარიშზეა. ქართველმა ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა. “ზენიტმა” კი შინ “როსენბორგს” მოუგო და ლიდერობა შეინარჩუნა.
სოლომონ კვირკველიას მოსკოვის “ლოკომოტივი” გასვლაზე “შერიფს” დაუზავდა (1:1), ასეთივე ანგარიშით დასრულდა ჯგუფის მეორე შეხვედრა “ზლინს” და “კოპენჰაგენს” შორის და “ლოკომოტივმა” ლიდერობა შეინარჩუნა.
A ჯგუფი
ვილიარეალი – სლავია 2:2 (2:2)
გოლები: 0:1 ნეციდი (18), 0:2 დანი (30), 1:2 ტრიგეროსი (41), 2:2 ბაკა (44)
ასტანა – მაკაბი 4:0 (2:0)
გოლები: 1:0, 2:0 ტვუმასი (33 პენ; 42), 3:0, 4:0 კაბანანგა (47; 52)
B ჯგუფი
დინამო (კ) – იანგ ბოიზი 2:2 (1:2)
გოლები: 0:1, 1:2 ასალე (17; 40), 1:1 მბოკანი (34), 2:2 მოროჩუკი (49)
გაძევება: სანოგო (82 ი.)
შკენდერბიუ – პარტიზანი 0:0
C ჯგუფი
ბრაგა – ლუდოგორეცი 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 მოტი (25), 0:2 რ.სილვა (56 ს.კ.)
ჰოფენჰაიმი – ბაშაქშეჰირი 3:1 (0:0)
გოლები: 1:0 ჰუბნერი (52), 2:0 ამირი (59), 3:0 შულზი (75), 3:1 ნაპოლეონი (93)
D ჯგუფი
აუსტრია – რიეკა 1:3 (0:2)
გოლები: 0:1, 0:2 გავრანოვიჩი (21; 31), 1:2 ფრიესენბიჩლერი (90), 1:3 კვრიცი (92)
მილანი – აეკი 0:0
E ჯგუფი
ატალანტა – აპოლონი 3:1 (1:0)
გოლები: 1:0 ილიჩიჩი (12), 1:1 შემბრი (59), 2:1 პეტანია (64), 3:1 ფრეულერი (66)
ევერტონი – ლიონი 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 ფეკირი (6 პენ.), 1:1 ე.უილიამსი (69), 1:2 ბ.ტრაორე (75)
F ჯგუფი
ზლინი – კოპენჰაგენი 1:1 (1:1)
გოლები: 1:0 დიოპი (11), 1:1 ანკერსენი (19)
შერიფი – ლოკომოტივი 1:1 (1:1)
გოლები: 0:1 მირანჩუკი (17), 1:1 ბადიბანგა (31)
G ჯგუფი
ბირ შევა – სტიაუა 1:2 (0:0)
გოლები: 0:1, 0:2 გნოჰორე (70; 75), 1:2 კუენკა (88)
ლუგანო – პლზენი 3:2 (0:0)
გოლები: 1:0 ბოტანი (63), 2:0 კარლინიოსი (69), 2:1 კრმენჩიკი (76), 3:1 გერნდტი (88), 3:2 ბაკოსი (90)
H ჯგუფი
ცრვენა ზვეზდა – არსენალი 0:1 (0:1)
გოლი: ჟირუ (85)
გაძევება: როდიჩი (80 ც.)
ბატე – კიოლნი 1:0 (0:0)
გოლი: რიოსი (55)
I ჯგუფი
ქონიასპორი – ზალცბურგი 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 გულბრანდსენი (5), 0:2 დაბური (80)
მარსელი – გიმარაეში 2:1 (1:1)
გოლები: 0:1 რ.მარტინსი (17), 1:1 ოკამპოსი (28), 2:1 მ.ლოპესი (76)
J ჯგუფი
ოსტერსუნდსი – ბილბაო 2:2 (0:1)
გოლები: 0:1 ადურისი (14), 1:1 გერო (52), 2:1 ედვარდსი (64), 2:2 უილიამსი (89)
ზორია – ჰერტა 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 სილასი (42), 1:1 სელკე (56), 2:1 სვატოკი (79)
K ჯგუფი
ნიცა – ლაციო 1:3 (1:1)
გოლები: 1:0 ბალოტელი (4), 1:1 კაისედო (5), 1:2, 1:3 მილინკოვიჩ-სავიჩი (65; 89)
ვარეგემი – ვიტესი 1:1 (1:1)
გოლები: 1:0 კაშია (23 ს.კ.), 1:1 ბრუნსი (27)
L ჯგუფი
ზენიტი – როსენბორგი 3:1 (1:0)
გოლები: 1:0, 2:0, 3:0 რიგონი (2; 68; 75), 3:1 ჰელანდი (88)
ვარდარი – სოსიედადი 0:6 (0:3)
გოლები: 0:1 ოიარზაბალი (12), 0:2, 0:3, 0:4, 0:5 ვილიან ჟოზე (34; 42; 55; 59), 0:6 დე ლა ბელა (90)