ფეხბურთი

16:30 | 19.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: “პიკეს ეს ინსტიქტურად მოუვიდა”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში “ოლიმპიაკოსთან” მოგებული თამაში (3:1) შეაფასა და ჟერარ პიკეს გაძევების ეპიზოდსაც გამოეხმაურა.

“როცა 10 კაცით დავრჩით, მივხვდით, რომ მეტოქე უპირატესობის მოპოვებას შეეცდებოდა და ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო ანგარიშის გაზრდა. მეორე გოლი უნდა გაგვეტანა, მერე თამაში უფრო ადვილად რომ წაგვემართა.

პიკეს მომენტში გასაპროტესტებელი არაფერი მაქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ ქვეცნობიერად ითამაშა ასე, რადგან ის ძალიან ახლოს იყო გოლთან.

ოპონენტებმა ითამაშეს თავიანთი შესაძლებლობის შესაბამისად. ჩვენ მზად ვართ მომდევნო თამაშებისთვის და ასევე გამარჯვებისთვის”, - განაცხადა ვალვერდემ.

პიკე “ოლიმპიაკოსთან” შეხვედრაში პირველი ტაიმის ბოლოს, ხელით თამაშის გამო გააძევეს. ესპანელ მცველს მანამდე ერთი ყვითელი ბარათი მიღებული ჰქონდა, ხოლო მეორე იმ დრო მიიღო, როდესაც ბურთი მეტოქის კარში ხელით გადაგზავნა. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე პიკესთვის ეს პირველი წითელი ბარათი იყო 92 შეხვედრაში.

შეგახსენებთ, “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფში 9 ქულით ლიდერობს, 6 ქულა აქვს “იუვენტუსს”, 3 “სპორტინგს”, უქულოდ მყოფი “ოლიმპიაკოსი” კი ბოლო ადგილზეა.

0.125465