კატალონიის “ბარსელონას” ლიდერმა ლიონელ მესიმ “ოლიმპიაკოსთან” დაპირისპირებისას ევროტურნირებზე საიუბილეო მე-100 გოლი მიითვალა, რაც “ბლაუგრანას” ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
არგენტინელმა ფეხბურთელმა ამ 100 გოლიდან 97 ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა, 3 - უეფას სუპერთასზე.
მესიმ ევროტურნირებზე კატალონიელთა მაისური 122-ჯერ მოირგო და აღსანიშნავია, რომ 2005 წელს პირველი გოლიც ბერძნულ გუნდს გაუტანა, თუმცა არა “ოლიმპიაკოსს”, არამედ “პანათინაიკოსს”.
30 წლის თავდამსხმელმა 100 გოლიდან 11, თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ევროტურნირებზე გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდსმენი პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუა, რომლის ანგარიშზეც 113 გოლია. აქედან 111 – ჩემპიონთა ლიგაზე, 2 კი – უეფას სუპერთასზე.