ფეხბურთი

12:20 | 19.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქცევის წესები “ბაიერნის” ფეხბურთელებისთვის

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ახლახან დაბრუნებული იუპ ჰაინკესი გუნდში წესრიგის დამყარებას შეუდგა და ფეხბურთელებს ქცევის წესები შეახსენა, რომელსაც ის 2012-2013 წლების სეზონში იყენებდა, როცა გერმანულმა გრანდმა ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

პირველ ყოვლისა, ჰაინკესმა მოთამაშეებს კატეგორიულად აუკრძალა მობილური ტელეფონების გამოყენება გასახდელში. მწვრთნელი ასევე დიდ ყურადღებას უთმობს თავაზიანობას და პუნქტუალურობას. ფეხბურთელებს მოეთხოვებათ კლუბის თითოეულ თანამშრომელს მიესალმონ და თავაზიანად მოექცნენ შეხვედრისას. გარდა ამისა, ტანსაცმლის გამოცვლის შემდეგ ყველა ვალდებულია საკუთარი კარადა დაასუფთაოს და მოაწესრიგოს. ამას ემატება კვირაში ორი სავალდებულო ვარჯიში ფიზმომზადების მწვრთნელთან.

ერთი შეხედვით, ჰაინკესის მოთხოვნები რთული შეასრულებელი არ ჩანს და ზრდასრულ ადამიანებს მისი შეხსენება, ალბათ, არც უნდა სჭირდებოდეთ, თუმცა ამ მხრივ გუნდში იდეალური მდგომარეობა რომ არ იყო, ამას, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები მოწმობს.

0.115828