ფეხბურთი

0:45 | 19.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მატამ ჩინეთი იუარა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ხუან მატამ ჩინეთში გადასვლაზე უარი განაცხადა. როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun–ი იუწყება, ჩინეთის სუპერლიგის ერთ-ერთი ბინადარი 29 წლის ესპანელს ზღაპრულ ხელფასს სთავაზობდა: კვირაში 375000 გირვანქა სტერლინგს, თუმცა ხუანმა აზიაში წასვლა არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ მატა “წითელ ეშმაკებს” 2014 წელს “ჩელსიდან” 37.1 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეუერთდა. მან ამ დროის განმალობაში მანჩესტერული კლუბის მაისური 155-ჯერ მოირგო და 37 გოლი გაიტანა.

თეგებიხუან მატა
0.132868