“ესპანიოლის” მარცხენა მცველს აარონ მარტინ კარისოლის “მანჩესტერ იუნაიტედი” აკვირდება – იუწყება ცნობილი გამოცემა ESPN.
ზემოხსენებული წყაროს ცნობით, “წითელი ეშმაკების” სკაუტები 20 წლის ფეხბურთელის თამაშს, თვალ-ყურს აქტიურად ადევნებენ და შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “ესპანიოლს” საქმიანი წინადადებით მიმართონ.
ცნობისთვის, კარისოლის “ესპანიოლთან” მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მან მიმდინარე სეზონში კატალონიური კლუბის რიგებში 8 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.