ფეხბურთი

18:44 | 18.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაკა და “მილანი” ისევ ერთად?

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რიკარდო კაკა, შესაძლოა, “მილანში” დაბრუნდეს. სენსაციურ ინფორმაციას Premium Sport-ი ავრცელებს. როგოც იტალიელი ჟურნალისტები ამბობენ, არაა გამორიცხული 35 წლის შემტევი “სან სიროზე” 6-თვიანი კონტრაქტით დაბრუნდეს, ხოლო შემდეგ კარიერას დაასრულებს და ერთ-ერთ თანამდებობასაც მიიღებს “როსონერის” დირექტორატში.

კაკამ რამდენიმე დღის წინ “ორლანდო სიტი” და ამერიკული MLS-ი დატოვა, თუმცა კარიერის დასრულების შესახებ ჯერჯერობით ოფიციალურად არ განუცხადებია. ეს ყველაფერი კი, “მილანში” დაბრუნების შესაძლებლობას კიდევ უფრო ზრდის.

მეტიც, ბრაზილიელი უკვე დაკავშირებია მარკო ფასონეს, რომელთანაც სწორედ ზემოხსენებული თემის შესაძლებლობა განიხილა. გარდა ამისა, კაკას “სან პაულუც” ეპატიჟება – გუნდი, სადაც სამხრეთამერიკელის დიდებული კარიერა დაიწყო.

რიკარდო კაკა “მილანში” 2003-2009 და 2013-2014 წლებში თამაშობდა. ბოლო სამი სეზონი კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა.

თეგებიკაკამილანი
0.114308