ესპანური ლა ლიგის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად სიმონე ძაძა დასახელდა. “ვალენსიას” იტალიელი თავდამსხმელი შედეგიანი იყო გასულ თვეში: 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
ძაძას 2021 წლამდე აქვს “ღამურებთან” კონტრაქტი. მან გასულ ტურშიც გაიტანა, “ბეტისთან” გასვლაზე 6:3 მოგებულ შეხვედრაში. ჯერჯერობით, თავად “ვალენსიაც” მშვენიერ სეზონს ატარებს – მეორე ადგილზეა.