"ბოსტონის" ფორვარდმა გორდონ ჰეივორდმა NBA-ს ახალი სეზონის სასტარტო შეხვედრაში უმძიმესი ტრავმა მიიღო.
“კლივლენდმა” შინ “ბოსტონი” 102:99 დაამარცხა. მატჩის პირველი პერიოდის შუაში კაირი ივინგმა ალე-უპი დაუკიდა გორდონს, რომელმაც პარკეტზე დახტომის დროს ფეხი მოიტეხა. რამდენი ხანი დასჭირდება ჰეივორდის ტრავმის მოშუშებას, ჯერჯერობით ცნობილი არაა.